წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია- Awork.
ეს არის სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა პლატფორმა საქართველოში, რომელიც 60 000-ზე მეტ რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელსა და 900-ზე მეტ დარეგისტრირებულ ბიზნესს აერთიანებს.
Awork კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ბიზნეს პროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლებს მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები. როგორც საიტზე, ასევე აპლიკაციაში სასურველი სამსახურის პოვნა ლოკაციის გამოყენებით შეძლებთ. აუცილებლად ნახავთ ვაკანსიის აღწერილობაში მინიმალურ სახელფასო მოლოდინს, რაც ვაკანსიით დაინტერესებისას, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
მუდმივი ექსპერიმენტების პროცესში შეინარჩუნო სტაბილურობა, ზრდა და მოტივაცია ტექნოლოგიურ სტარტაპში მუშაობის მთავარი გამოწვევაა.
ტრადიციული შერჩევის პროცესი უკვე მოძველებული და მოსაწყენია. გლობალურ ბაზარზე წარმატებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს სასურველი სამსახურის სწრაფად მოძიებასა და კარიერულ ზრდასა და განვითრებაში – სწორედ ეს არის Awork-ის მთავარი მოტივაცია.