წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, სარეკლამო სააგენტო – ADwise • ედვაიზი.
სარეკლამო სააგენტო – ADwise • ედვაიზი საქართველოს ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, „ედვაიზ“-მა გადაწყვიტა უშუალოდ გამხდარიყო მწარმოებელი სხვადასხვა სახის პროდუქციის და ამით ახალი სიტყვა ეთქვა პოლიგრაფიულ სექტორში.
კომპანიის მიზანს წარმოადგენდა სწრაფი და პროფესიონალური სერვისების მიწოდება, რომლითაც დაეხმარებოდა, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნეს განვითარებაში და თავინთი მიზნების მიღწევაში.
2014 წელს კომპანია „ედვაიზი“ უკვე ბაზრის მიერ აღიარებული იყო, როგორც ყველა მომსახურების და პროდუქციის უმოკლეს ვადაში მიმწოდებელი კომპანია. ამ ტენდენციას სხვა ამ სექტორში მოღვაწე,
კომპანიებიც აყვნენ.
2019 წელს კომპანია უკვე წარმოადგენდა მსხვილ მწარმოებელს, შეფუთვებისა და სარეკლამო მასალების მიმართულებით, ხოლო 2021 წელს, პანდეემის პირობებში კომპანიამ მოახდინა მსხვილი ინვესტიცია განეხორციელებინა Konica Minolta-ს თან და ერთად, წამოიწყო სრულიად ახალი პროექტი და დანერგა უნიკალური ტექნოლოგია საქართველოს ბაზარზე.
2023 წელს კი ედვაიზ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ქართულ ბეჭდვურ ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების დანერგვა და ამ სიახლეების არსებულ/პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანა, რათა მათ სრულად ისარგებლონ იმ მიღწევებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლითაც დღეს თანამედროვე მსოფლიო წარმატებით იყენებს.