წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, წამწამების აკადემია – Lash dolls academy
4 წლის წინ ეკუნა ყურშიტაშვილმა წამწამების აკადემია -Lash dolls academy შექმნა – სადაც შეგიძლიათ დაეუფლოთ ახალ პროფესიას- შეისწავლოთ, როგორც წამწამების დაგრძელება, ასევე ლამინირება. სასწავლო კურსებთან ერთად lash dolls academy -ის სახელით შეიქმნა პროდუქციის ბრენდიც, რომელიც საქართველოში 260 სალონს და ასევე 400 -მდე დამოუკიდებელ სპეციალისტს ამარაგებს, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. კომპანიაში შესაძლებელია ყველა იმ საჭირო პროდუქტის შეძენა, რაც ამ პროფესიას სჭირდება.
„მაშინ როდესაც გადავწყვიტე, რომ უნდა შემექნმა რაღაც ახალი, საიდანაც დაიწყებოდა ჩემი წარმატებული ნაბიჯების ათვლა და იმ ზღვა ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, რომელიც წამწამების სფეროს მიმართულებით დავაგროვე. თავდაპირველად მომხმარებლებს თავად ვიღებდი, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ შემეძლო ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბე აკადემია შემსწავლელი კურსით. გამომდინარე იქედან, რომ ხარისხიანად უმაღლესი სწავლების დონე არ არის საკმარისი თუ ამ სფეროში შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციით არ მუშაობ, გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი და თავად გავმხდარიყავი წარმატების გზა თითოეული კურსდამთავრებულისა და ზოგადად თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ და სურთ, რომ იყვნენ ძლიერი, შემდგარი და საკუთარ თავზე დამოკიდებული ქალები.
ჩემი კომპანიის მიზანია პირველ რიგში, მეტი დამოუკიდებელი და საკუთარი პროფესიით დასაქმებული ქალები საქართველოში და დიახ, ამის ცალსახა მაგალითია ის, რომ დღეს დღეობით აკადემიას ჰყავს 950 კურს დამთავრებული და აქედან 300 ოფიციალურად დასაქმებული მათ შორის რამდენიმე ჩემს აკადემიაში.
დიახ, მე ნამდვილად დავიმსახურე ჩემი უდიდესი შრომის შედეგად, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც დღეს ვცხოვრობ. ჩემი მიღწევაა გამარჯვება საკუთარ თავსა და მეორე მეზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვყავს. ჩემი მიღწევაა ასევე ის, რომ უდიდესი დაბრკოლების შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოვდექი და გავაგრძელე ცხოვრება, ჩემი მიღწევაა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, განვითარება, გაზრდა. ჩემი მიღწევაა ჩემი შვილის კეთილდღეობა, განათლება და აღზრდა.
დაიწყეთ! არ გაჩერდეთ ! ყველაფერი შეგიძლიათ, რადგან გამორიცხულია ქალმა რაიმე მოინდომოს და არ გამოუვიდეს. შეიძლება, პირველივე ცდაზე გამარჯვებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ არ გაჩერდეთ ! არ დანებდეთ, არ შეიძლება! „ – ეკუნა ყურშიტაშვილი , წამწამების აკადემია -Lash dolls academy-ის დამფუძნებელი
მის : თბილისი, ზ.ანჯაფარიძის N4
ტელ : 599 00 00 42
ელ. მისამართი : [email protected]