დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, მრავალფუნქციური კომპლექსი – შატო დე ვერე

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, მრავალფუნქციური კომპლექსი – შატო დე ვერე

თბილისიდან რამდენიმე წუთში, კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, შინდისში გამორიცხულია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე კომპლექსმა „შატო დე ვერემ“

ყველაფერი მარტივი გენიალურია… სწორედ ამ გამონათქვამს ადასტურებს “Chateau De Vere • შატო დე ვერე“ს კერძები, ხოლო ულამაზესი კომპლექსი, თავისი გამწვანებული მდელოებითა და ხედებით, თქვენს ნებისმიერ ღონისძიებას დაუვიწყარს გახდის!

„დამფუძნებლებს გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ გემოვნებიანად და ხარისხიანად დასვენებას, ისე რომ ამისთვის აუცილებელი არ იქნებოდა ქალაქიდან რამდენიმე საათიანიმგზავრობა.  ჩვენი მთავარი იდეა, იყო, რომ  შატოში ამოსულ სტუმრებს დახვედროდათ ზღაპრული გარემო, უგემრიელესი კერძებით, მზრუნველი პერსონალით და გემოვნებიანი მუსიკით, სადაც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობდნენ.  შატოს მდებარეობა იძლევა იმ საშუალებას, რომ ფაქტიურად თბილისშივე, შეგიძლიათ მოწყდეთ ქალაქის ხმაურს და  აღმოჩნდეთ სუფთა ჰაერზე ულამაზეს ბუნებაში საოცარი ხედებით.

 ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესი იყო, რომ კერძები ყოფილიყო ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქში, ამისათვის 5 სხვადასხვა ტიპის რესტორანი გავაკეთეთ, სადაც სტუმართმოყვარე ადამიანებისგან შემდგარი გუნდის მეშვეობით თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად იგრძნობს.

„შატო დე ვერე“ მრავალფეროვანი სივრცეებითაც გამოირჩევა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებს ვმასპინძლობთ, იქნება ეს ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, კონცერტები, კორპორატიული საღამოები, კონფერენციები  და ა.შ. “შატო დე ვერეს“ კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ ულამაზეს გარემოში უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას და განწყობის ამაღლებას! „ –  ეკა ცინცაძე, “Chateau De Vere • შატო დე ვერე”ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

შატო ღვინის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად „შატო დე ვერეს“ კომპლექსში ფუნქციონირებს  ღვინის მაღაზია, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია შეიძინოს როგორც საფირმო ღვინო „არტ ანა“ 2019 წლის კოლექციიდან, ასევე ბიო და ბიოდინამური, ოჯახური მარნებისა და ინდუსტრიული წარმოების ღვინოები საქართველოს თითქმის ყველა მარნიდან, განსაკუთრებულ ფასად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • 📞 +995 591 44 48 84
  • 📍 თბილისი-კოჯრის გზატკეცილი #2, შინდისი, მთაწმინდის რაიონი 1326 Tbilisi, Georgia
  • 📷 instagram.  
  • 👥 facebook.com

 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!