დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, ფოტოსტუდია – Nathanyel photography

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის ოფიციალური მხარდამჭერია, ფოტოსტუდია – Nathanyel photography

“Nathanyel photography “ – დაუღალავი შრომის, რწმენის და საკუთარი შესაძლებლობების აღიარების შედეგად შექმნილი ფოტო სტუდია

2023 წელს ერეკლე და თათა გაბაძეების თავდაუზოგავი შრომის, საქმისადმი უდიდესი სიყვარულისა და ბავშვობის ოცნების რეალობად ქცევის სურვილის შედეგად, შეიქმნა  “Nathanyel photography “, რომლის მიზანსაც მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და პროფესიონალურ დონეზე დაუვიწყარი წუთების ფოტოზე აღბეჭდვა წარმოადგენს.

“Nathanyel photography “ -ის დაარსებიდან ვცდილობ გავაკეთო ის, რისი შექმნაც ბავშვობიდან მინდოდა. თურმე, მართალი ყოფილა, როდესაც ამბობდნენ არსოდეს თქვა არასოდესო… მთელი ბავშვობა გატაცებული ვიყავი სხვადასხვა ხელოვანთა ფოტოგრაფიის კულტურის გაცნობით, სულ ვცდილობდი თითოეულისგან მესწავლა, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი, რადგან როგორც იცით, ფოტოსურათს სწორედ ის პატარა დეტალები ხდის გამორჩეულს, რაც შეიძლება სხვას უმნიშვნელოდ მოეჩვენოს. ეს ყველაფერი ჩემი ერთგვარი გატაცება იყო, რომელიც დღეს უკვე რეალობაა. დღეს, რომ მე საკუთარი სტუდიით გიბრუნდებით ეს სწორედ იმ დაუღალავი შრომის, რწმენის და საკუთარი შესაძლებლობების აღიარების შედეგია.  თუ ახლა თქვენ ამას კითხულობთ, არ აქვს მნიშვნელობა მცირე ბიზნესს ფლობთ თუ მასშტაბურ ბიზნესს მართავთ, იცოდეთ, არის რაღაც, რაც ყოველთვის გვაყენებს საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე მაღლა და ეს არის რწმენა. მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის პატარა ოცნება, რაც ბავშვობას მილამაზებდა, ჩემს პროფესიად იქცა“ – ერეკლე გაბაძე

თათა გაბაძე “Nathanyel photography “ გაფართოების და ფროდაქშენ ბაზარზე გასვლის იდეის ავტორია, რომელსაც დიდი წვილი მიუძღვის მასშტაბური ღონისძიების ფოტო გადაღებაში „ფოკუსში შენც ხარ, შემდეგი – ხარ – შენ“.

„ჩვენთვის პრიორიტეტი უპირველესყოვლისა მომხმარებელია. მისთვის კომფორტული გარემოს შექმნისა და დაუვიწყარი წუთების ფოტოზე აღბეჭდვის გაუმჯობესებისთვის, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს ვმუშაობთ. თითოეულ მომხმარებელს ვუწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციას, რომ შევძლოთ მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა და თითოეული წუთი გადავიტანოთ ფოტოზე სწორედ ისე, როგორც მათ სურთ“ – თათა გაბაძე

“Nathanyel photography “-ის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს შესრულების ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რომელიც საუკეთესო მოტივატორია გავითარების და ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის მოსაპოვებლად

  ელ. მისამართი :[email protected]

საკოტაქტო ინფორმაცია :  595-38-33-19

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!