წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რეკრუტინგულ – საკონსულტაციო კომპანია HR4 Business
რეკრუტინგულ საკონსულტაციო კომპანია HR4 Business 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ემსახურება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და კანდიდატებს.
HR4 Business-ის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიებ,ს მათი სტრატეგიის განხორციელებაში საუკეთესო ტალენტების მოზიდვითა და ადამიანური რესურსების სწორი მართვით.
HR4 Business-ს გუნდი, რომელიც შედგება HR სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კომპანიის ბაზაზე განხორციელებულ პროექტებში თვლის, რომ HR სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვა გააუმჯობესებს საქართველოში სამუშაო გარემოს, რომ წარმატებული ბიზნესი და წარმატებული პროფესიონალი ერთად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას და დროთა განმავლობაში აამაღლებს საქართველოში ბედნიერების ხარისხს.