წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. ღონისძიება 5 სპიკერს უმასპინძლებს, რომლებიც მასტერკლას ჩაატარებენ ბიზნესის კუთხით აქტუალურ თემებზე, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება 15 ბიზნეს კომპანია, რომლებიც თავიანთ ისტორიასა და ამ კუთხით არსებულ სიახლეებს გაგვიზიარებენ.
ბიზნეს სამიტი Wempler-ს – ექსკლუზიური დავალებების დელეგირების პლატფორმას უმასპინძლებს, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. Wempler-ს ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით უნდა მიმართოს, რის შემდგომაც, კომპანია მომხმარებელს რამდენიმე პროვაიდერს შესთავაზებს. Wempler-ის სერვისების პროვაიდერებიც რეგისტრირებული მომხმარებლები არიან, რომელთაც კომპანია მათი უნარებისა და დროის სანაცვლოდ დამატებითი შემოსავლის გენერირების საშუალებას აძლევს. აპლიკაციაში 50-ზე მეტი კატეგორია არის წარმოდგენილი, მათ შორის მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და ძაღლის გასეირნება
მომხმარებლები, რომლებსაც სერვისის მიღება ესაჭიროებათ, პოულობენ სასურველ დამხმარეს სხვადასხვა კატეგორიაში, სთავაზობენ მას ფასს და თანხმდებიან, შედეგად კი Wempler მათ ბაზარზე არსებულ საუკეთესო სერვისთან ან პროფესიონალთან აკავშირებს
Wempler-ის ყველაზე მთავარი ღირებულებაა დროის დაზოგვა, რომელიც ყოველთვის ცოტა გვაქვს და რომელიც ყველაზე ძვირფასია. Wempler მომხმარებლებს საშულებას აძლევს, მოახდინონ მათი ყველანაირი უნარის კაპიტალიზაცია, დასაქმდნენ და ჰქონდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო საკუთარი გრაფიკით.
Wempler-ის მთავარი საყრდენი კი არის GIG ეკონომიკა და სერვისის გაზიარების კულტურა, რომელიც კარგა ხანია უკვე წარმატებითაა გამოცდილი სხვა დიდ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, და დღეს, Wempler-ის მეშვეობით, საქართველო და მალე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაიცნობს ამ კულტურას.