ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაუცხოური ბიზნეს სიახლეები

შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა 88,3 მლრდ დოლარი დაკარგა

0
გაზიარება

 

Credit Suisse-მა, რომელიც ფინანსურ პრობლემებს რესტრუქტურიზაციით გზით ებრძვის, მიმდინარე კვარტლის პირველ კვირებში 88,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. თანხის ყველაზე დიდი გადინება ბანკის ძირითადი ქონების მართვის განყოფილებაში დაფიქსირდა, რომელმაც აქტივების 10% დაკარგა. დეპოზიტების მოცულობის შემცირების გამო ბანკი საპროცენტო შემოსავლის ნაწილს დაკარგავს.

მოსალოდნელია მეოთხე კვარტალში Credit Suisse-ი 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და 1,6 მილიარდ დოლარამდე იზარალოს. ბანკის განცხადებით, ზარალი გამოწვეული იყო შემცირებული ფინანსური აქტივობით, ბაზრის არახელსაყრელი პირობებით, კლიენტების მუდმივი შემცირებითა და არაძირითადი აქტივების გაყიდვით”.

ვინსენტ კაუფმანმა- Ethos-ის ანალიტიკოსმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ Credit Suisse-ისგან ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობის აღდგენას შესაძლოა, უფრო სერიოზული ფინანსური სტაბილიზაციის ნაბიჯები მოითხოვდეს, ვიდრე ადრე იყო გამოცხადებული.

27 ოქტომბერს ცნობილი გახდა ბანკის ხელმძღვანელობის გეგმების შესახებ: 2025 წლისთვის პერსონალის 17% შემცირდება, რაც დაახლოებით 9000 თანამშრომელია. სამ წელიწადში კი ბანკში დაახლოებით 43000 ადამიანი დასაქმდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!