Barnovi-ის ბრენდის აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთების “ბუტიკი N9” განთავსდა, რომელიც დავით გამრეკელის N9 მდებარეობს
“ბუტიკი N9” – ში მომხმარებლებს „ბარნოვის“ ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანი ,სეზონურობის მიხედვით დახვდებათ.ხოლო რაც შეეხება ბრენდის სტენდს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ბარნოვის ბრენდის სტენდს სითი მოლშიც ვიხილავთ, სადაც ახალი კოლექცია იქნება განთავსებული
ბრენდი „ბარნოვი“ ხელნაკეთ აქსესუარებს: ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ქმნის. კერძოდ კი „ბარნოვი“ მომხმარებელს თმის აქსესუარებს, სამკაულებს, ბროშებს, ტანსაცმელს,ტყავის ჩანთებს, ქამრებსა და საფულეებს სთავაზობს. აქსესუარები გამოირჩევა ხარისხითა და დიზაინით. ბრენდი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს უცხო და უნიკალური სტილი და მომხმარებელს განსხვავებული და გამორჩეული სტილის პროდუქცია შესთავაზოს.