ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირებისაზოგადოება

SMG – შრომის უსაფრთხოება ყველა სექტორში

0
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო სამუშაო პირობების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად ხშირია დასაქმებულთა ფიზიკური დაზიანებებისა და ფატალური შემთხვევები, ადამიანების ნაწილისთვის დღემდე უცნობია, რას ნიშნავს შრომის უსაფრთხოება და დაცული სამუშაო გარემო და ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა.

ყველა დასაქმებულის უფლებაა, ჰქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობები. სწორედ ამ ძირითადი უფლების ორგანული კანონით მოწესრიგებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი.

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა  –  წარმოადგენს ორგანიზაციის რისკების მართვის ეფექტურ მექანიზმს შრომის უსაფრთხოების კუთხით. იგი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.
  • რისკების შეფასება.
  • მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება.
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებში მენეჯმენტის ყველა რგოლის ჩართულობა.

საქართველოს ბაზარზე შრომითი უსაფრთხოების დასარეგულირებლად და პრობლემების აღმოსაფხვრელად 2019 წლიდან მუშაობს კომპანია SMG, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდით არის დაკომპლექტებული.

SMG პარტნიორ კომპანიებს სრულ მომსახურებას უწევს, რათა კომპანიებმა ერთი მხრივ უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის და მეორე მხრივ შესაბამისობაში მოიყვანო მათი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან – ეს გულისხმობს როგორც კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას, ასევე კომპანიაში მიმდინარე პროცესების მუდმივ მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევას.

საქართველოში ძირითადი პრობლემა სამუშაო კულტურის დაბალი დონეა. სამწუხაროდ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები ხშირად უგუნებელყოფენ შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რაც ზრდის ინციდენტის მოხდენის ალბათობას. იმის მიუხედავად რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან ყოველწლიურად ხდება შემოწმებული კომპანიების რიცხვის ზრდა, დამსაქმებლების დიდი ნაწილი არ ათვითცნობიერებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის აუცილებლობას, მანამ არ მოხდება ორგანიზაციაში ინციდენტი.“  – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კორკოტაძემ.

2021 წელს, წინა წლებთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. უსაფრთხოების მიმართულებით 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება – 446 ობიექტზე. შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000 მდე დასაქმებულ პირს.

2021 წელს არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. SMG ჯგუფი სისტემატიურად ატარებს ტრეინინგებს არა მხოლოდ პარტნიორი კომპანიებში დასაქმებულთათვის, არამედ ახორციელებს უფასო ონლაინ ვებინარების ციკლს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ტრენინგები და უფასო ვებინარები ტარდება ასევე შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმების მსურველთათვისაც. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და ამავე დროს უფრო მეტი სპეციალისტის მომზადებას და ჩართვას ამ სფეროში, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სარგებელი რომელსაც იღებს ორგანიზაცია შრომისა უსაფრთხოების სისტემის დანერგვით:

  • ხარჯების შემცირება.
  • რისკების შემცირება.
  • თანამშრომელთა გადინების დაბალი მაჩვენებელი.
  • ინციდენტების მინიმალური რაოდენობა.
  • სამართლებლივი პასუხისმგებლობის მინიმიზაცია.
  • ხარისხის გაუმჯობესება და პარტნიორების კმაყოფილება.
  • კარგი რეპუტაცია და სანდოობა პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

SMG 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ კომპანიას უწევს მომსახურებას. ჩვენ კლიენტთა შორის არიან სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები, საწარმოები.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!