დღის სიახლეებისიახლეები

სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის მე-2 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია „აისეტი“ კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.

„აისეტის“ პუბლიკაციაშია ნათქვამია, რომ ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.3% შეადგინა.

„სექტორში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდის დადებითი ტენდენციაც. 2022 წლის მე-2 კვარტალში FDI-ის მაჩვენებელმა სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი -1.7 მლნ აშშ დოლარი იყო). თუმცა ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით FDI სოფლის მეურნეობაში დაბალი იყო (0.9%).

24 აგვისტოს “რთველი 2022” დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს 2022 წლის ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში. „რთველი 2022-ის“ ფარგლებში, ღვინის კომპანიები იმ შემთხვევაში მიიღებენ სუბსიდიას, თუ სულ მცირე 100 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს შეიძენენ და გადაამუშავებენ და 1 კგ აღნიშნულ ჯიშის ყურძენში სულ მცირე 0.90 ლარს გადაიხდიან. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი 0.90 ლარიდან 0.35 ლარი სუბსიდირებული იქნება,“- ნათქვამია „აისეტის“ აგრომიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!