მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპორტულ ლიგებში დიდი თანხები ტრიალებს და სპორტსმენების თუ კლუბების საბაზრო ღირებულებაც მკვეთრად იმატებს.
ამერიკული ფეხბურთი – 17 მილიარდი დოლარი წელიწადში;
ამერიკული ფეხბურთი არ არის ძალიან ცნობილი და, ძირითადად, შეერთებულ შტატებში თამაშობენ. ამ სპორტის ყველაზე დიდი ლიგა ეროვნული საფეხბურთო ლიგაა და დიდი შემოსავლის მოტანაც შეუძლია. NFL-ის ბოლო სეზონმა $17.19 მილიარდი გამოიმუშავა. ამ უზარმაზარი შემოსავლის მიზეზი არის მრავალმილიარდიანი სპონსორობის და სატელევიზიო მაუწყებლობის გარიგებები.
ფეხბურთი – 50 მილიარდი დოლარი წელიწადში;
ფეხბურთს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ამ პრესტიჟული სპორტის სახეობას მოყვარულები მთელ მსოფლიოში ჰყავს. ბოლო წლებში კი კიდევ უფრო ბევრმა საფეხბურთო ლიგამ მიიპყრო უფრო მეტი ადამიანის ყურადღება. ყველაზე შემოსავლიან საფეხბურთო ლიგებს შორისაა პრემიერ ლიგა (EPL), ლა ლიგა და ბუნდესლიგა, რომლებიც ასევე ყველაზე ძლიერ ჩემპიონატებად ითვლება. მონაცემებმა აჩვენა, რომ EPL-ის წლიური შემოსავალი გასულ სეზონში იყო $6.5 მილიარდი, ხოლო ლა ლიგის – $3.8 მილიარდი.
კალათბურთი – 7 მილიარდი დოლარი წელიწადში;
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, იგივე NBA მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიგაა ამ სპორტის სახეობაში და გლობალურად მილიონობით ადამიანი ადევნებს მას თვალს. სწორედ ამიტომ, ამ სპორტის სამაუწყებლო გარიგებებს, სპონსორებსა და ბილეთების გაყიდვებს მილიარდობით დოლარის შემოსავლის მოტანა შეუძლია. 2021 წელს NBA-ის წლიურმა შემოსავალმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
კრიკეტი – 3.5 მილიარდი დოლარი წელიწადში;
კრიკეტი აზიის ქვეყნების საყვარელი სპორტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ის იზიდავს გულშემატკივრებს აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდანაც. სწორედ ამიტომ, ICC, კრიკეტის მმართველი ორგანო, იღებს უზარმაზარ შემოსავალს ისეთი შეჯიბრებიდან, როგორიცაა ODI-ის მსოფლიო თასი და World T20I. მხოლოდ ICC-ის ყოველწლიური ბრუნვა 2.7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ფორმულა 1 – 1.4 მილიარდი დოლარი წელიწადში;
ფორმულა 1 არის უმსხვილესი ავტორბოლის ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანახაობას. ისეთი მრბოლელების ნახვაში, როგორებიც ლუის ჰემილტონი, მიხაილ შუმახერი და სებასტიან ფეტელი არიან, ადამიანები თანხას არ იშურებენ. ოფიციალური დეტალების მიხედვით, ფორმულა 1-ის ბოლო სეზონის შემოსავალი, დაახლოებით, $1.4 მილიარდია.
ამ სპორტის სახეობების გარდა, მაღალი შემოსავლით გამოირჩევიან შემდეგი სახეობები:
- რესლინგი – 1.27 მილიარდი დოლარი;
- ბოქსი – 1 მილიარდი დოლარი;
- MMA – 1.5 მილიარდი დოლარი;
- ჩოგბურთი – 700 მილიონი დოლარი;
- MotoGP – 300 მილიონი დოლარი