Spotify-ს აუდიოწიგნების მოსმენის ფუნქციონალი დაემატა, მაგრამ ამ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება, – სიახლის შესახებ ინფორმაციას თავად შვედური კომპანია ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, საწყის ეტაპზე Spotify-ის აუდიობიბლიოთეკაში სამასი ათასზე მეტი აუდიოწიგნი იქნება.
აუდიოწიგნებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცის გარდა, ისინი მთავარ გვერდზე არსებულ სარეკომენდაციო ველშიც გამოჩნდება. დროთა განმავლობაში საქმეში Spotify-ის მძლავრი ალგორითმი ჩაერთვება, რომელიც რეკომენდაციებს მსმენელის ინტერესებს მოარგებს. ამასთანავე, აუდიოწიგნები საძიებო ველშიც გამოჩნდება – ისე როგორც ეს არტისტების, ალბომების, სიმღერებისა და პოდკასტების შემთხვევაში ხდება.