დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა

0
გაზიარება

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება. შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ფერაძის თქმით განმეორებითი ინსპექტირების დროს კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს

„ანგარიშში წარმოდგენილია თუ რომელი სექტორებია შემოწმებული და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით იქ, სადაც ყველაზე მაღალია დარღვევების მაჩვენებელი, ჩვენ მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული გვაქვს სექტორები და სექტორული მიმართულებით პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, ასევე სამშენებლო სექტორს. ამ ტიპის ობიექტების შემოწმება იყო პრიორიტეტი გასულ წელს. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს – არ არის შეფასებული საფრთხეები და რისკები 11%-ში, არ არის დაცული სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები და მოუწესრიგებელია ეკონომიკა 9,3%-ში, დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით 7,7%-ში, არ არის შემოწმებული ტექნიკური აღჭურვილობა 7,6%-ში, არ არის დაფარული ღიობები 7,4%-ში, არ არის ჩატარებული სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ არის შემუშავებული უსაფრთხოების გეგმა, არ არის მოაჯირების სტანდარტი მშენებლობებზე და არ გამოიყენება უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშნები“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!