Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია:
- აშშ
- დიდი ბრიტანეთი
- ისრაელი
- კანადა
- შვედეთი
ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა – სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ბოსტონი. საუკეთესო ქალაქებს შორის ასევე არის ლონდონი, რომელიც მესამე ადგილს იკავებს.
კვლევა 2017 წლიდან ტარდება, რომელიც 100 ქვეყანასა და 1000 ქალაქს მოიცავს. რეიტინგი ეფუძნება ზოგად ინდექსს, რომელიც შედგება ინდიკატორების სამი ჯგუფისგან: რაოდენობრივი (სტარტაპების რაოდენობა, ერთობლივი სამუშაო სივრცეები და ა.შ.), ხარისხობრივი (მათ შორის, კერძო ინვესტიციების მოცულობის რაოდენობა და მოცულობა) და ბიზნეს გარემოს მდგომარეობა (ინტერნეტის სიჩქარე და ღირებულება, ინვესტიციები და სხვა მახასიათებლები).
2022 წელს სტარტაპების დაფინანსება მთელს მსოფლიოში შემცირდა – Crunchbase-ის მიხედვით, კლება 30%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით, 413 მლრდ დოლარამდეა.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გლობალურად სტარტაპების დაფინანსება 76 მლრდ დოლარია ანუ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 53%-ით ნაკლები.