სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა. ბრიფინგზე შეაჯამეს გასული წლის ეკონომიკური მონაცემებიც. განმარტეს რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა.
„2022 წელი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, 11 თვის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა რამდენიმე სექტორმა. ეს იყო: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ენერგეტიკა, მშენებლობის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები“, – აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ