წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელსაც წარმატებული ქართული ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანურ რესურსებთან. დღეს მსოფლიოში, კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს, დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, შეაჩეროს ადამიანური რესურსების გადინება, აგრეთვე დროულად მოახდინოს მისთვის სასურველი კანდიდატების მოძიება.
კონფერენციაზე თეონა ბაღათურიამ (HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი) ისაუბრა თანამშრომლების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პრეზიდენტმა, მაია ტატულაშვილმა და SGBA მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინი ლონგურაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს SUCCES CARD წარუდგინეს, დეტალურად განიხილეს წარმატების ბარათის უპირატესობა და პრიორიტეტები, ხოლო კონფერენციის დასკვნითი ნაწილში ბესიკ ექსეულიძემ განიხილა SGBA -ის მიერ შექმნნილ HR პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივი კავშირის დამყარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.