დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად გთავაზობთ Success Card (წარმატების ბარათი), რომელიც თქვენს კონპანიაში დასაქმებულთა წახალისებასა და მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს. დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში 50% – იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
Success Card – არანაირი სამომავლო დაგროვების პრინციპი, ფასდაკლებები აქ და ახლა!
კორპორატიული ბენეფიტი არის ნებისმიერი ტიპის დამატებითი სარგებელი, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს დასაქმებულს სახელფასო ანაზღაურების გარდა. ეს აძლევს შესაძლებლობას კომპანიას ჰყავდეს კმაყოფილი, მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომელი.