EastFruit-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება, რაც ადგილობრივი მიწოდების შემდგომი ზრდის გამო წელსაც გაგრძელდება-EastFruit
2022 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც როგორც ადგილობრივი გაყიდვების, ასევე, იმპორტის მთავარი ფანჯარაა, საქართველოში 990 ტონა სუფრის ყურძენი შემოვიდა, რაც 2021 წლის 1135 ტონაზე ნაკლებია. წლის ბოლო კვარტალი, ჩვეულებრივ, მთელი წლიური იმპორტის 50%-ს შეადგენს.
მხოლოდ Sartichala Vineyard Management მომავალ სეზონზე 500-600 ტონა სუფრის ყურძნის წარმოებას მოელის. კომპანიამ უკვე შეიძინა GlobalGap და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გაზრდასთან ერთად, პროდუქციის ნაწილის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
EastFruit-ს კომპანია Sartichala Vineyard Management-ში განუმარტეს, რომ წარმოება 2021 წლის 80 ტონიდან 2022 წელს 350 ტონამდე გაიზარდა და ასეთი დიდი ზრდის მიუხედავად, ახალ სეზონზე მოთხოვნა არ შემცირებულა. პირიქით, საქართველოში, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში, ადგილობრივ სუფრის ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა.
2022 წელს სეზონის დასაწყისში, წვიმიანი ამინდებისა და სეტყვის გამო, ადგილობრივი მარაგის შემცირებას მოელოდნენ, რის შედეგადაც სუფრის ყურძნის ფასებმა სექტემბერში რეკორდი მოხსნა, თუმცა ოქტომბერში, 2021 წლის ფასებთან შედარებით, სწრაფად დაეცა.
2022 წლის სეზონის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, ამჟამად ადგილობრივი წარმოების სწრაფი ზრდა მოთხოვნის ზრდის ტემპს აღემატება, ხოლო იმპორტის მოცულობა 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაეცა. თუმცა 2022 წლის მეოთხე კვარტლის იმპორტი, 2021 წლის გარდა, წინა წლების, ანუ 20214-დან 2020 წლამდე იმავე პერიოდთან შედარებით, გაცილებით მაღალი იყო.