Taste atlas-ის მსოფლიოს საუკეთესო ყველის ასეულში ქართული ყველი, სულგუნი მოხვდა, რომლის რეიტინგმა 4.3 შეადგინა, რითაც 52-ე ადგილი დაიკავა.
„სულგუნი არის ქართული ყველი, რომელიც ძირითადად სამეგრელოში მზადდება. ყველი არის რბილი და აქვს ნახევრად მყარი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია ძროხის, კამეჩის და იშვიათად თხის რძისგან, ან სამივეს კომბინაციით. სულგუნი ადვილად დნება, ამიტომ მას ხშირად იყენებენ მაკარონში, პიცასა და სალათებში,“ – აღნიშნულია Tasteatlas-ის ინფორმაციაში.
საუკეთესო ყველის ათეულში 4 ადგილი იტალიურმა ყველმა მიიღო.
ათეული ასე გამოიყურება:
- Parmigiano Reggiano (იტალია, 4.68);
- Mozzarella di Bufala Campana (იტალია, 4.64);
- Stracchino di Crescenza (იტალია, 4.64);
- Graviera Naxou (საბერძნეთი, 4.64);
- Queijo Serra da Estrela (პორტუგალია,4.63);
- Burrata (იტალია, 4.62);
- Saint-André (საფრანგეთი, 4.61);
- Reblochon (საფრანგეთი, 4.55);
- Pljevaljski Sir (მონტენეგრო, 4.55);
- Mont d’Or (საფრანგეთი, 4.54).