დღის სიახლეებისიახლეები

შვედეთი ყველაზე მეტად ინოვაციური ქვეყნის სტატუსის მფლობელი გახდა

0
გაზიარება

„ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფრომაციით ინოვაციური განვითარებით ევროკავშირის ქვეყნების ტოპ 10-ეულში შვედეთი ლიდერობს. ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ კვლევაში არის ნათქვამი, რომლის დროსაც ქვეყნების ინოვაციური განვითარება 36 განსხვავებული ინდიკატორით ფასდება.

შვედეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის განვითარებული სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო პლატფორმები, ხოლო კერძო კომპანიები და სახელმწიფო ერთმანეთთან საუკეთესოდ თანამშრომლობენ. შვედეთი დიგიტალიზაციითა და გარემოსდაცვითი მდგრადობით საუკეთესო ქვეყანაა. მან, ასევე, ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოგონება დაარეგისტრირა.  ყველაზე მეტად ინოვაციური ქვეყნის სტატუსი შვედეთმა გასულ წელსაც მოიპოვა.

ევროკავშირის ინოვაციური ქვეყნების ტოპ 10-ეული:

  1. შვედეთი
  2. ფინეთი
  3. დანია
  4. ნიდერლანდები
  5. ბელგია
  6. ირლანდია
  7. ლუქსემბურგი
  8. ავსტრია
  9. გერმანია
  10. კვიპროსი

ჩეხეთი, ირლანდია და ფინეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის ლიდერობენ, რომლებიც, სხვებთან შედარებით, ინოვაციების სფეროში სწრაფად იზრდებიან. აქ ინდიკატორები ერთ წელიწადში 7,5%-ზე მეტად გაუმჯობესდა.

„ევროპულსის“ ცნობით, ევროკომისია, ასევე, ყოველწლიურად კონკრეტულ ქალაქებს აღიარებს, რომლებსაც მთელი რეგიონის ინოვაციურ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. ამჟამად ევროპის ინოვაციების დედაქალაქის (iCapital) ოფიციალურ ტიტულს გერმანიის ქალაქი, დორტმუნდი ატარებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!