უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით, აიაკომპანია Uzbekistan Airways -მა პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო.ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Air Astana -ც ანახლებს, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ნურსულთანიდან შეასრულებს.
პირველი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით 49%-ით აღდგა. მაისის თვეში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები 10-მდე ქვეყნიდან შესრულდება.