საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6 945 632 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 6 359 920 ლარი.
დედაქალაქის მერიის განმარტებით, მაისში პარკირების თანამშრომლები გადამზადებას გადიოდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ, 1 მლნ ლარზე მეტის ჯარიმაა გამოწერილი.
გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 89.598 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 5 თვეში – 87.262 მლნ ლარი.