SGBA – Tbilisi Automuseum – თბილისის ავტომუზეუმი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა.
თბილისის ავტომუზეუმი კერძო პირის კოლექციის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც ის 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და 2014 წლის 25 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის დროს მუზეუმი გაიხსნა.
დღეისთვის თბილისის ავტომუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული, ყოველწლიურად ის ათასობით დამთვალერებელს მასპინძლობს – როგორც ქვეყნის მკვიდრებს, ასევე უცხოელ სტუმრებს, ის თითქმის ყველა ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი.
მუზეუმი სისტემატურად მასპინძლობს სკოლის მოსწავლუთა ექსკურსიებს, აქ ტარდება ფოტოსესიები, მუსიკალური და სარეკლამო კლიპების გადაღებები. მუზეუმის ექსპონატებმა არაერთი კინო- და ტელეფილმის გადაღებაში მიიღეს მონაწილეობა.