ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი „საპოვნელა“ წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთან, როგორც მისი დამფუძნებელი, რუსუდან კბილაშვილი ამბობს, სამ კვირაში „საპოვნელას“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს მცხეთის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გარდა, „თბილისი მოლშიც“ შეეძლებათ.
„საპოვნელას“ სხვა კოსმეტიკური საშუალებებისგან ის განასხვავებს, რომ მათი პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება.
რუსუდან კბილაშვილის თქმით, ამ ეტაპზე „საპოვნელა“ 100-მდე პროდუქტს აწარმოებს.