ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Indigo დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.
ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.
Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი – საერთაშორისოა.