თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალმა ავიაკომპანიამ, Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.
პირველი რეისით დღეს 140 მგზავრი ჩამოფრინდა, კიშინეუში კი 133 ადამიანი გაემგზავრა.
ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, Airbus 319-ით განხორციელდება.
ზამთრისთვის ავიაკომპანიას სურს, რომ ფრენების რაოდენობა გაზარდოს.