დღის სიახლეებისიახლეები

თბილისის უბნებში საპარკინგე ადგილის ღირებულება

0
გაზიარება

პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზე გამოვიდა, რასაც ძირითადად KING DAVID-ის პროექტი განაპირობებს და ის ერთგვარ “ექსტრიმს“ წარმოადგენს ჯგუფში.თბილისში საპარკინგე ადგილების საშუალო ფასი 6 148 აშშ დოლარს შეადგენს – ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

„თბილისის ერთი კორპუსი საპარკინგე ადგილების საშუალო მოცულობით ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქალაქისას. კერძოდ ერთ ბინაზე დაანგარიშებული პარკინგების რაოდენობით თბილისი 3-ჯერ აღემატება ბათუმს, სადაც პარკინგების გათვალისწინება ფაქტობრივად, არ ხდება (დეფიციტია). დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება პარკინგების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ბინაზე დაანგარიშებით.

თბილისის უბნების რიგითობა საპირისპიროა თუ პარკინგისა და ბინის ფასებს (1კვ.მ-ზე) შევადარებთ (შევაფარდებთ) ერთმანეთს. გარეუბანსა და ცენტრს შორის ფასები საცხოვრებელ ფართებზე უფრო მეტად განსხვავდება, ვიდრე საპარკინგე ადგილებზე,“- აღნიშნულია კვლევაში.

2022 წლის დასაწყისში თბილისის სხვადასხვა უბანში საპარკინგე ადგილების ფასი:

  1. თბილისი (საშუალო) – 6 148 აშშ დოლარი;
  2. საბურთალო – 7 486 აშშ დოლარი;
  3. კრწანისი – 6 003 აშშ დოლარი;
  4. ვაკე – 5 042 აშშ დოლარი;
  5. დიდუბე-ნაძალდევი – 4 726 აშშ დოლარი;
  6. ისანი-სამგორი-ვარკეთილი – 3 834 აშშ დოლარი;
  7. დიდი დიღომი – 3 585 აშშ დოლარი;
  8. გლდანი-მუხიანი – 3 527 აშშ დოლარი;
  9. ბაგები – 3 491 აშშ დოლარი;
  10. ლისი – 3 303 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!