თბილისში მარკეტების ქსელი „გვირილა“ გაიხსნა.
ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს იაფი და საჭირო სურსათი სახლთან ყველაზე ახლოს.ყოველდღიური საყიდლების პროცესი სწრაფი, მოსახერხებელი და მარტივი უნდა იყოს, რაც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას. გარდა სიმარტივისა, მნიშვნელოვანია მომხმარებელს შეეძლოს ყველა საჭირო პროდუქტის კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძენა.
უწყვეტი, სტაბილური ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასები სახლთან ყველაზე ახლოს – სწორედ ეს არის უბნის მარკეტების ქსელი „გვირილა“ მთავარი დაპირება.კომპანიის ინვესტიცია 18 მილიონი დოლარია. სამომავლო გეგმები საკმაოდ მიმზიდველია – მომდევნო 5 წლის მანძილზე 1000 ფილიალის გახსნა იგეგმება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში.