საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1,416 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,004 მლნ ლარი.
გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 17,982 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში – 17,108 მლნ ლარი.
2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.