საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 3 579 104 ლარი.
მცირედით გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 52.698 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 3 თვეში – 52.373 მლნ ლარი.