თეატრალური სტუდია “სახეები” ყველა თეატრის მოყვარულს, 6-დან 25 წლამდე, საშუალებას აძლევს კარი შეაღოს თეატრის ჯადოსნურ სამყაროში.
სტუდიის კრეატიული და მეგობრული გუნდი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მოზარდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეტ გახსნილობას, თეატრალური კულტურის ამაღლებას და სასცენო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მოზარდები ყველა საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რომელსთვის შექმნილია სპეციალური პროგრამა :
- სამსახიობო ოსტატობა
- მეტყველება
- ვოკალი
- ქორეოგრაფია/პლასტიკა
- ინტენსიური ვიზიტები მოქმედ თეატებში, სპექტკლებზე დასწრება და შემდგომი განხილვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხშირად ტარდება შეხვედრები კინოსა და თეატრის მსახიობებთან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ სტუდიის აღსაზრდელებს. სეზონის განმავლობაში იდგმევა სხვადასხვა სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სტუდიის ყველა წევრი.
ასევე, ტარდება გასვლითი სპექტაკლები, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
აღსანიშნავია, რომ თეატრალური სტუდია – “სახეების” გუნდს ცნობილი ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურიაც შეურთდა, რომელიც უძღვება ვოკალის გაკვეთილებს სპექტაკლისთვის “მუსიკის ჰანგები”.