გასული წლის კოლაფსებსა და გაკოტრების შემდეგ პირველად: ციფრულ ბირჟაზე NFT აქტივებით ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.თებერვალში უნიკალური აქტივებით ტრეიდინგის მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ახლად დაფუძნებულ NFT-ბირჟა Blur-ზე ფიქსირდება, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით თითქმის ნულოვანი საკომისიო გადასახადები გამოარჩევს.
ასევე გაზრდილია ტრანზაქციების მოცულობაც, საშუალოდ წლიური ზრდის მაჩვენებელი 120%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი NFT პროექტის ღირებულება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.