1991 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემში დაფუძნდა საქველმოქმედო კავშირი თემი, ხოლო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სოციალური საწარმო “თემის მარანი”, ვენახი გაშენებულია 6,7 ჰექტარზე, დარგულია ტრადიციული ვაზის ჯიშები: საფერავი და რქაწითელი.
„თემის მარანი“ 24 ქვევრისგან შედგება, რომელთა საერთო მოცულობა 50 ტონას შეადგენს, ხოლო წელიწადში კარგი მოსავლის პირობებში შესაძლებელია 30 000 ბოთლი ღვინის წარმოება.
„თემის მარანი“ გთავაზობთ 3 სახეობის ქვევრის ორგანულ /ბიო ღვინის დეგუსტაციას:
- რქაწითელი
- საფერავი
- ქინძმარაული
თემის ვენახი და ღვინო სერტიფიცირებულია ევროპაში აკრედიტირებული ორგანიზაციის “კავკაზსერტ” მიერ(სერტიფიკატი #CC-AB-063-031). სხვადასხვა წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე “WinExpo Georgia” თემის ბიო ღვინო რქაწითელი 2012 დაჯილდოვდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
„თემის მარანი“ ასევე გთავაზობთ :
- საოცარი ღია ტიპის რესტორანი, კუპე 12 პერსონაზე ნებისმიერი სეზონისთვის. აქვეა სივრცე კულინარიული გაკვეთილებისთვის და ხით შესრულებული ბარით;
- რესტორანში მხოლოდ ბიო პროდუქტები მზადდება;
- სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ველოტურის სამი მარშრუტით;
- ველომარშრუტი გადის ვენახებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე;
- სამივე მარშრუტი მარკირებულია და შესაძლებელია მობილური აპლიკაციით სარგებლობაც;
- რესტორანს და ველოგაქირავებას, რომელიც ინოვაციური მოვლენაა აღმოსავლეთ საქართველოში;
- თემის მარანში შესაძლებელია განხორციელდეს ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებიც.
შემოსავალი მთლიანად ხმარდება თემში მცხოვრები სხვადასხვა სოცილურად დაუცველი პირების საჭიროებებს.
„თემის მარანის“ვებგვერდი : www.temi-community.org