„თენო’’ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.
როგორც Geobusinessnews-თან საუბრის დროს კომპანიის დამფუძნებელმა, ნონა ხუბულურმა აღნიშნა, პროდუქციის წარმოება საკუთარი სახლიდან 10 წლის წინ დაიწყო, მოთხოვნის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა კომპანიის გაფართოვება და თანამშრომლების აყვანა.
«თენო» მომხმარებელს ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციასაც სთავაზობს, თუმცა ძირითადად ადგილობრივ პროდუქციაზე არიან ორიენტირებულნი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, «თენოს» გუნდის დამოკიდებულება თითოეული შეკვეთის მიმართ. ყველა მათგანთან ინდივიდუალური კავშირი აქვთ და ინდივიდუალურად განიხილება მათი მოთხოვნაც. ადგილზე მიდიან, ეცნობიან დამკვეთის ინტერესებსა და სურვილებს და შემდეგ იწყებენ შეკვეთაზე მუშობას. სწორედ ამიტომ 10 წლის განმავლობაში ერთგული მომხმარებლების დიდი არმია ჰყავთ.