კომპანია Telsa-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი წარადგინა, რომელიც 20 000 დოლარი ეღირება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პრეზენტაციაზე მასკმა განაცხადა, რომ რობოტის შექმნას 10 წელზე მეტი დასჭირდა. Tesla იმედოვნებს, რომ შეკვეთებს 3-5 წელში მიიღებს. ბიზნესმენის თქმით, რობოტი 20 000 დოლარი ეღირება.პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიამ ვიდეო აჩვენა, რომელშიც რობოტის პროტოტიპი რწყავს მცენარეებს, გადააადგილებს ყუთებს და კომპანიის ქარხანაში მეტალის დეტალებს წევს.
— Tesla (@Tesla) October 1, 2022