„The Ajara Times“, რომელიც 2023 წლის 1 დეკემბერს დაფუძნდა, აჭარაში ბაზირებული ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების ონლაინ პლატფორმაა, თუმცა სააგენტო ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებზეც მოგიყვებათ. ინოვაციური იდეებითა და ამბის განსხვავებული თხრობის მეშვეობით “The Ajara Times” წარმოადგენს საინტერესო მედია პლატფორმას, რომელიც არის, რა თქმა უნდა საინტერესო და განსხვავებული კონტენტით წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვან და მოთხოვნად პლათფორმაზე.
„The Ajara Times“ – ცხადია გაიზიარებს და დაეყრდნობა თავისუფალი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებს. „The Ajara Times“ -ისთვის მკითხველის ნდობა ყველაზე ღირებულია. სწრორედ ამიტომ აშუქებს სიმართლეს- მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს, სარედაქციო პოლიტიკა კი ემყარება ამბების მიუკერძოებლად და ეთიკურად გაშუქების პრინციპებს.
ეს პლათფორმა თანაბრად, მაქსიმალურად, დაეთმობა ყველა მხარეს და აშუქებს ყველა თემას, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. “აჭარა თაიმსის“ მიზანია დაუჭიროს მხარი დასავლურ ღირებულებებს და შეეწინააღმდეგოს რუსულ პროპაგანდას.
„ajaratimes.ge“ იქნება პასუხისმგებლიანი მედიასაშუალება, რომელიც აღმოჩენილ შეცდომებსა და უზუსტობებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოასწორებს. ცხადია შეცდომის გასწორება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ.
მასალების გამოქვეყნების პირობები: „The Ajara Times“ -ის საავტორო უფლებები დაცულია! ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ახალი ამბების გამოყენება, რედაქციასთან შეთანხმების შემდეგ, წყაროს მითითების ვალდებულებით იქნება ნებადართული.