ბანკებიRSS კატეგორიაფინანსები

თიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

0
გაზიარება

თიბისიმ მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი შექმნა – „მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი“, რომლის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.).

სესხი შესაძლებელია გაიცეს მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ.
პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელს ბიზნეს მიმართულებაში ჰქონდეს მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება, ხოლო აგრო მეურნეობის შემთხვევაში მინიმუმ 1 სეზონი.

სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი.

მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა, განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მიიღებს.

აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!