დღის სიახლეებისიახლეები

თიბისი სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა

0
გაზიარება

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, ზედიზედ მეორედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.

თიბისიმ ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი – თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული – როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. 2022 წელს, თიბისის ფილიალებში – 20, კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე კი 30 აპარატი განთავსდა.

„მსოფლიოში, სადაც გლობალური ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გამოწვევად რჩება, ნაღდი ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო პროდუქტების მოქნილობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, კრიზისულ ვითარებაშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

„ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, 2022 წლის ბოლოსთვის, ფილიალებში, იურიდიული პირების ნაღდი ფულის 50% უკვე Cash-in აპარატების საშუალებით მივიღეთ, რამაც განტვირთა რიგები და ჩვენი მომხმარებლების დრო დაზოგა. ჯამში, აპარატებმა 2022 წელს 1,2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნული პროდუქტით აქამდე მხოლოდ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებლობდნენ, 2023 წლიდან, თიბისი Cash-in აპარატებით საცალო სეგმენტის მომხმარებლებსაც მოემსახურება“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!