დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო უფლებების ზედამხედველმა TikTok-ი 16 მილიონი დოლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პლატფორმა ბავშვების მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე ამუშავებდა.
ინფორმაციის კომისრის აპარატის (ICO) გამოთვლებით, 2020 წელს 1.4 მილიონამდე 13 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვმა გამოიყენა აპლიკაცია, მიუხედავად TikTok-ის წესებისა, რომელიც ამ ასაკს ქვემოთ ბავშვების მიერ ანგარიშების შექმნას უნდა ზღუდავდეს.
ICO-ს გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ პლატფორმამ ბავშვების მონაცემები მშობლების თანხმობის გარეშე გამოიყენა, რაც წინააღმდეგობაშია ბრიტანეთის მონაცემების დაცვის წესებთან.
TikTok-ში კი ამბობენ, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვების პლატფორმაზე არდასაშვებად დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ და ზედამხედველის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.