დღის სიახლეებისიახლეები

თითოეულ გადამწვარ ჰექტარზე, ფიზიკური პირები 1000, იურიდიული პირები კი 2000 ლარით დაჯარიმდებიან

0
გაზიარება

საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, მოსავლის აღების შემდგომ დარჩენილი ნაწვერალის (ღეროს ქვედა ნაწილის გადანაჭრები) დაწვის მიზნით ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში სანქციები მკაცრდება.

კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ ადამიამ წარადგინა.

სხდომაზე აღინიშნა,რომ ბოლო პერიოდში იმატა სავარგულებზე ნარჩენი ნაწვერალის გადაწვის შემთხვევებმა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეულ გადამწვარ ჰექტარზე, ფიზიკური პირები 1000 ლარით, იურიდიული პირები კი 2000 ლარით დაჯარიმდებიან. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამავე პროექტით არის გათვალისწინებული, სახერხი საამქროების ვალდებულებას შეეხება.სახერხი საამქროების მიერ დამუშავებული მორის სპეციალური საკონტროლო ფირნიშის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, აქამდე არსებულ 500-ლარიან ჯარიმას, თითოეულ მორზე კიდევ 50 ლარი დაემატება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!