ტოკიოს მერიის გადაწყვეტილებით, 45-სართულიან ცათამბჯენში საჯარო სკოლა განთავსდება-The Asahi Shimbun
ოფიციალურმა პირებმა სკოლისთვის 240-მეტრიანი ცათამბჯენის, Tokyo Midtown Yaesu-ის შენობა შეარჩიეს, რომელიც ექსპლუატაციაში აგვისტოში შევიდა. ცათამბჯენი სამხრეთ იაესუს სატრანსპორტო ცენტრთან მდებარეობს. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მერიის ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტო საერთო ეროვნულ პროექტად“ შეაფასა. სკოლასთან ერთად შენობაში 60-მდე მაღაზია და ოფისი გაიხსნება,ხოლო ზედა სართულები უცხოურ სასტუმროს დაეთმობა. ყველა საჭირო სამუშაო, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც 1-ლი აპრილიდან იწყება, სკოლა ორი კლასისთვის 60 პირველკლასელის მიღებას გეგმავს.