კომპანიამ Toyota ოფიციალურად გაავრცელა 2022 წლის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ იაპონურმა ავტოგიგანტმა გასულ წელს 10 483 024 ავტომობილი გაყიდა და აჯობა მის გერმანელ კონკურენტს Volkswagen Group-ს, რომელმაც მხოლოდ 8,3 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო.
Toyota-ს გაყიდვები წინა წელთან შედარებით 0,1% არის შემცირებული, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია გამხდარიყო ლიდერი.გაყიდვების მაჩვენებელში შედის როგორც საკუთრივ Toyota-სმ ასევე Lexus, Daihatsu და Hino-ს გაყიდვები. მიუხედავად გაყიდვების უმნიშვნელო კლებისა, კომპანიამ 5%-ით 10 610 604-მდე გაზარდა წარმოება.
Toyota 2023 წელს 10,6 მილიონი ავტომობილის გაყიდვას აპირებს.