დღის სიახლეები

ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება

0
გაზიარება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა ისევ შეიცვლება.

ავტომობილებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ცალმხრივად ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან, მელიქიშვილიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას მიმართულებით.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

რეაბილიტაციის განმავლობაში, მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:

ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებს ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად, გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით.

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობს, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებს და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N478 – რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმითა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!