სასტუმროებიRSS კატეგორია

წალკის კანიონზე მაღალი კლასის სასტუმრო ოპერირებას 2023 წლიდან დაიწყებს

0
გაზიარება

როგორც კომპანია KASS LAND-ის  დირექტორი ეკა თორდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,სასტუმრო დიდი ალბათობით 5 ვარსკვლავიანი იქნება.

კითხვაზე, განიხილება თუ არა პროექტის ფარგლებში არსებულ სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობა, თორდია აღნიშნავს, რომ საერთშორისო  ბრენდის შემოსვლა არ განიხილება, სასტუმროს მართვას კი KASS LAND-ი განახორციელებს.

საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარლებში, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველად ხორციელდება, გრანდიოზული მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე სრულიად უნიკალური შუშის ხიდის  გარდა, რომელიც 14 ივნისს იხსნება, მოეწყო ინფრასტრუქტურა თანმდევი ეკოტურისტული – ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, კოტეჯებით, სასტუმროთი და რესტორნით.

პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული – ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62 იქნება.

ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება  ჯამში 120 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს. 

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!