წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია რეგიონში მყოფ ბიზნესმენებთან შეხვედრებს იწყებს!
ასოციაციის პირველი შეხვედრა იმერთში, კერძოდ ქუთაისში ჩატარდება. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან იმერეთის ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს. შეხვედრა იქნება გაცნობითი ხასიათის, სადაც პრეზენტაციით მომავალ პარტნიორებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ასოციაციის შესახებ და გააცნობენ სამომავლო გეგმებს.
შეხვედრა ხვალ, 4 ოქტომბერს 15:00 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია უკვე 100 პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.