წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრი გორიდან 20 – მდე კომპანია გახდა. როგორც ახალი წევრები ამბობენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის შეთავაზებებია, რით სარგებლობასაც შეძლებენ ასოციაციის პარტნიორი კომპანიები.
მათი გაძლიერებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ასოციაციამედია მხარდაჭერით, თანამშრომლების გადამზადებითა და გაყიდვებში დახმარებით უზრუნველყოფს . გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ მათი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანონ.
ასოციაცია კომპანიებს სთავაზობს ერთიანი შეთავაზებების სივრცის შექმნას, რაც ფასდაკლების სისტემის ამოქმედებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის დამზადდება უნიკალური პლასტიკური ბარათი, რომელიც დაახლოებით მილიონ ადამიანს ექნება.
ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები salenews.Ge ზე განთავსდება და წევრ კომპანიებს ექნებათ განთავსებული საკუთარი პროდუქტები.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში მათ სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს, რომელიც geobusinessnews.com-ზეა განთავსებული