წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ 7 დეკემბერს, ქუთაისში ათობით კომპანია ერთ სივრცეში ერთი მიზნისთვის შეკრიბა. ასოციაციამ მიზნად დაისახა იმერეთის რეგიონში საკუთარი სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად გადაეხადა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან რესტორან „ამირანში’ გაიმართა. ულამაზესი სივრცე და სადღესასწაულო გარემო კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას მატებდა დამსწრე საზოგადოებას.
ქუთაისში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ 25 წარმატებული კომპანია დააჯილდოვა, თითოეული ამ კომპანიისთვის ასოციაციის სპეციალური პრიზი დიდი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა .
„ასეთი ღონისძიებები აუცილებელია, რადგან უფრო ძლიერები და ლიდერები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში. დიდი მადლობა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციას, ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობისთვის“ – განაცხადა რესტორანი „ამირანის’ წარმომადგენელმა ია გამეზარდაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ‘სეილნიუს ქარდზეც“, რომელიც ადგილობრივ ბიზნესმენებს გადასცეს. ბარათის უპირატესობებზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დირექტორმა მაია ტატულაშვილმაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პრივილეგიაზე, რომელიც ბარათის მფლობელებს აქვთ.
ბარათის მფლობელები შეძლებენ ფასდაკლებით შეიძინონ სასურველი პროდუქცია და დაზოგონ თანხა. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო კომპანიის ხელმძღვანელებმა ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია ერთ სივრცეში აერთიანებს 200-მდე კომპანიას. თითოეული კომპანია კი SALENEWS CARD -ის მფლობელებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობს. SALENEWS CARD არის უნიკალური პლასტიკური ბარათი, რომლის წარდგენაც საკმარისი იქნება თქვენთვის სასურველი სერვისსა და შეკვეთის მისაღებად.
კომპანიებისა და მათი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Salenews.ge-ს, სადაც თავმოყრილია თქვენთვის საჭირო ყველა სერვისი. ბარათის შეძენა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ონლაინ არის შესაძლებელი.
„ძალიან მიხარია, რომ ეს ბარათი უკვე მეც მაქვს. ეს არის სპეციალური შეთავაზებების სივრცე, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროდუქციისა და სერვისის მიღებაა შესაძლებელი და დიდი იმედი მაქვს მალე ძალიან ბევრი ადამიანი გახდება ბარათის მფლობელი.“ – განაცხადა რუსკა მაყაშვილმა, რომელიც საღამოს წამყვანი იყო ლაშა რამიშვილთან ერთად.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შესაქმენლად მაია ტატულაშვილმა ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმა შექმნა,დაისახა მიზანი და მთავარი, რაც პრიორიტეტად განსაზღვრა ბიზნესისთვის და საზოგადოების თანაბარი მხარდაჭერაა.