თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე 1 აპრილიდან მასპინძლობს გამოფენას ”წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ და მასტერკლასებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის. გამოფენა თიბისისა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება. ეს არის მორიგი პროექტი, რომლის მეშვეობითაც თიბისი ახალგაზრდებს მთელი თვის მანძილზე სთავაზობს ახალ გამოცდილებასა და ემოციას. ვისაც, ჯერ კიდევ, არ გიმოგზაურიათ წიქარას მუზეუმში, იჩქარეთ – გამოფენა 28 აპრილს იხურება.
“თიბისი ახალი თაობისთვის“ ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას დროსა და სივრცეში და მუდმივად სთავაზობს მათ სიახლეებს სხვადასხვა პროექტების სახით. „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლითაც თიბისი ახალი თაობის განვითარებაზე, მათ წინსვლასა და მრავალმხრივ ინტეგრაციაზე ზრუნავს.
გამოფენა პირველად, 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში წარადგინეს. ის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და თიბისის ხელშეწყობით განხორციელდა. მასზე სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ.
„მუზეუმი ძველ ქართულ ზღაპარს „წიქარას“ მოგვითხრობს. ზღაპარი სივრცეში ცოცხლდება და დამთვალიერებელს დროში და სხვა სინამდვილეში მოგზაურობას სთავაზობს. ზღაპრული საქართველო, წიქარას მუზეუმში ერთ – ერთი მთავარი გმირია. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია, ყოფა – ცხოვრება, მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული.
4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე, კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და 25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე.