ბიზნესიდღის სიახლეებისაზოგადოება

„წისქვილი ჯგუფმა“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ გახსნა

0
გაზიარება

„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.

„წისქვილის ჯგუფის“ მიერ შექმნილი „თეატრი“ Dining Theatre-ის კონცეფციას ეფუძნება, რაც წარმოდგენას ვახშმის თანხლებით გულისხმობს. ამგვარ სივრცეს საქართველოში ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს.

„თეატრი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს თეატრალური, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენების, კონცერტის, გალა ვახშმის, პრეზენტაციის, კონფერენციის, ტრენინგის, ფესტივალის, კორპორაციული წვეულების, ქორწილის, დაბადების დღისა და სხვა ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებასა და გამართვას.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!